ნება-სთან დაკავშირებულ სიტყვებს და ფრაზებს თუ გავიხსენებთ, უფრო მკვეთრად დავინახავთ მის არსს: “შინაგანი ნება (Сила воли, რუსულად მკაფიოდ ჩანს) , ნებისყოფის ძალით, ნებაყოფლობით, უნებისყოფობა, სუსტი ნებისყოფა”... თუ დავაკვირდებით, ეს ენერგიაა, ის რაც ადამიანის შიგნიდან მოდის. ნება თუ არ იყო, არჩევანის თავისუფლებას შეიძლება აზრი სულ არ ჰქონდეს. გარდა ამისა, სიტყვა თავისუფლების არსში უკვე დევს რაღაცისგან გათავისუფლების იდეა, კონკრეტულად რაღაცისგან ან ვიღაცისგან გათავისუფლება, მაგალითად პასუხისმგებლობისგან ან სურვილებისგან, ან კიდევ რაღაცის ან ვიღაცის მიერ, თუნდაც ღმერთის მიერ, ოღონდ “ვიღაცის” მიერ გათავისუფლება ერთგვარ შინაგან ვალდებულებას, პასუხისმგებლობას გიტოვებს. აქ მთავარია სწორად დავინახოთ რისგან თავისუფლებას ვგულისხმობთ ხოლმე და გაგვიადვილდება ნამდვილი თავისუფლების ილუზორულისგან გარჩევა. რაც შეეხება პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, ეს არც მეტი არც ნაკლები მხოლოდ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაა და არანაირად შინაგანი თავისუფლება, ვინაიდან ადამიანი, რომელიც ნებით მოქმედებს, მხოლოდ თვითონაა პასუხისმგებელი ყველა თავის ქმედებაზე, და სწორედ ამაში გამოიხატება ის ნამდვილი ნება, რომელიც ილუზორულ თავისუფლებაში ერევათ, როდესაც არავისზე და არაფერზე არ ხარ დამოკიდებული და ყველა ქმედებაზეც მხოლოდ შენ ხარ პასუხისმგებელი. შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ, ასეთ დროს პასუხისმგებლობა ზუსტად იმაში გამოიხატება, რომ არცერთი ქმედება არ ბრალდება (პირობითად) “ღმერთს” ან “ეშმაკს”, არც სიტუაციას, არც მდგომარეობას, არც მეზობელს და არც მის კატას თუნდაც... და თუკი არავის და არაფერს არ ბრალდება, ესე იგი მხოლოდ ჩვენ ვართ მათზე პასუხისმგებლები და ამას სრულად ვაცნობიერებთ.
“Чем больше свободы, тем больше ответственности. Вечно актуальный древний парадокс.” (რაც მეტია თავისუფლება, მით მეტია პასუხისმგებლობა. მარად აქტუალური უძველესი პარადოქსი). სწორედ ამას სჭირდება ნება - შინაგანი ძალა, სწორედ ის ენერგია, რომელიც ნებისყოფაშია. უნებისყოფო (безвольный) ადამიანი ამას ვერ შეძლებს. ნება, უპასუხისმგებლო თავისუფლებისგან განსხვავებით, დამოუკიდებელია ყველაფრისგან. ამიტომაც ეშინიათ ნამდვილი თავისუფლების, უფრო სწორად თავისუფალი ნების, ან ნების თავისუფლების (როგორც გენებოთ), პასუხისმგებლობის ეშინიათ და ამ უპასუხისმგებლობით ცდილობენ გაექცნენ ნამდვილ თავისუფლებას. თუმცა დღეს ბევრი თვლის რომ თავისუფლება სწორედ ეს უპასუხისმგებლობაა.
არადა, ნებაყოფლობით მონობაშიც კი მეტი თავისუფლებაა, ვიდრე თავისუფლების დაკარგვის შიშით ნების დათრგუნვაში. შიში კი ნების უკუპროროპციულია. ის თავისუფლებას კლავს და მხოლოდ მის ილუზიას გვიტოვებს. ნებისმიერ ნებაყოფლობით ქმედებაში, თუნდაც მონობა იყოს ეს, ყველაზე უმაღლესი თავისუფლების შეგრძნებაც კი იჩრდილება, თუ მას თავად ნება არ მართავს, რადგანაც ნება არ საჭიროებს არჩევანის უფლებას, ანუ ის კი “არ აძლევს თავს უფლებას”, არამედ თვითონაა ეს უფლება, თვითონაა ეს ენერგია, რომლის გაცნობიერებასაც ვარქმევთ თავისუფლებას. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია გააცნობიერო ის, რაც არ გაქვს, შეუძლებელია თავისუფალი გერქვას, თუ ნებისყოფაში თავისუფლების შეზღუდვას ხედავ, ხოლო თავის არშეკავებაში და უპასუხისმგებლობაში - თავისუფალ ნებას.
როდესაც ნებას თავისუფლებასთან ვაიგივებთ და ვხედავთ მსგავსებას, გვავიწყდება, რომ ნებისყოფა თავშეკავებასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე თავისუფლებასთან, რომელიც თავის მხრივ თავშეკავებაში მსგავსებას საერთოდ ვერ პოულობს. აი სწორედ ამას გულისხმობდა დოსტოევსკი როცა ამბობდა: “თავისუფლება თავის არშეკავებაში კი არ არის, არამედ საკუთარი თავის ფლობაშიაო”. თავის ფლობას კი ნება სჭირდება, შინაგანი ძალა. თავისუფალ არჩევანში კი, თუ დავაკვირდებით ერთგვარი შეზღუდვაა, ისეთივე ილუზორული, რომელსაც არჩევნების დროს გვთავაზობენ ხოლმე. ჩვენ გვგონია რომ თავისუფალ არჩევანს ვაკეთებთ, მაგრამ ის შეზღუდულია. არჩევანის გაკეთება ყოველთვის უკვე კონკრეტული მოცემულობებისგან გვიწევს. ჩვენ გვეუბნებიან: აი მაგიდაზე გიდევს წითელი, თეთრი, შავი.. შენ ოღონდ აირჩიე, თავისუფალი ხარ. მაგრამ აქ სადმე ჩანს ნება?? არსად!.. ჩემი ნება ამ შემთხვევაში არჩევაზე უარის თქმის უფლებაში მეტად გამოიხატება, ვიდრე ძალით შემოჩეჩებულ ილუზორულ თავისუფალ არჩევანში.
ასე რომ ნება - ენერგიაა, სწრაფვაა, ისეთივე ბუნებრივი, შინაგანი, როგორიც ფრინველს აქვს ფრენის მიმართ და თევზს ცურვის მიმართ, ხოლო თავისუფლება - მისი გაცნობიერებაა. ილუზორული თავისუფლება კი პინგვინის მდგომარეობას გავს, რომელსაც ფრთები აქვს, მაგრამ აღარც კი ახსოვს რისთვის, სწრაფვა ნულის ტოლია, ხოლო არჩევანი მხოლოდ ფრთების ქნევით შემოიფარგლება... თუმცა მაინც ფრინველი ქვია. ამიტომაც, ნება ადამიანის შინაგან სამყაროს ეხება, ხოლო თავისუფლება - მის გარეგნულ გამოხატულებას. არათავისუფალ ადამიანს აქვს არჩევანის უფლება - დარჩეს მონობაში, ან მოიპოვოს თავისუფლება, ხოლო უნებისყოფო ადამიანს მხოლოდ ერთი გამოსავალი აქვს - მორჩილი ბატკანივით გაყვეს პატრონს სასაკლაოზე. ეს შეიძლება შევადაროთ ასეთ სიტუაციას, როდესაც ხელში გიჭირავს დანა და გაქვს მისი გამოყენების უფლება, ამ დროს შენ სრულიად თავისუფალი ხარ, ხოლო ნება ჩანს იმაში, თუ როგორ გამოიყენებ ამ დანას. გაცნობიერების გარეშე ნების გამოხატვა შეუძლებელია, და ასევე შეუძლებელია თვითონ გაცნობიერებაც, თუ ამის ნება არ არსებობს, ვინაიდან ნება - ეს ცნობიერების თვისებაა საკუთარი თავის მართვის და შინაგანი სწრაფვაა ამისკენ.
“Помни, что разумение твоё, имея свойство жизни (волю) в самом себе, делает тебя свободным, если ты не подгибаешь его служению плоти. Душа человека, просвещённая разумением, свободная от страстей, затмевающих этот свет, есть настоящая твердыня, и нет прибежища для человека, которое было бы вернее и неприступнее для зла. Кто не знает этого, тот слеп, а кто, зная, не входит в твердыню разумения, тот злосчастный.” (Марк Аврелий Антонин)
“Наконец-то я понял, почему Господь в Своей любви сотворил людей ответственными друг за друга и одарил их добродетелью надежды. Ибо так все люди стали посланниками единого Бога, и в руках каждого человека — спасение всех.” (де Сент-Экзюпери А.)
“Каждый человек несёт ответственность перед всеми людьми за всех людей и за всё.” (Федор Михайлович Достоевский)
“Воля, которая ничего не решает, не есть действительная воля; бесхарактерный никогда не доходит до решения.” (Г. Гегель)
“Лишь глупцы называют своеволие (თავნებობა, უმართაობა) свободой.” (Тацит)
“Свобода воли – это принципиально большее, чем свобода выбора. <…> Чем сильнее у человека свобода воли, тем меньше для него существует судьба. Сильный сам делает свою судьбу.” (В. Истархов)
/29.10.2016/
Комментариев нет:
Отправить комментарий