მე ვიცი, რატომ სდუმან მთები, როცა მათ იპყრობენ;
ვიცი, რას ფიქრობენ ზღვები, როცა ფსკერს უმღვრევენ;
მე ვისმენ, ცაში ხელაწვდილი მუხის ლოცვებს,
როცა ძირს უთხრიან;
ვითმენ, ცეცხლად ანთებული ალის გრძნობებს,
როცა ცრემლად დიან...
მე ვიცი, რა აცინებს ქარს, როცა ძირს მანარცხებს;
მერე რატომ სტკივა მოტეხილ ფრთას სხვისი ნეკნი;
მესმის... როგორ კვნესის ღამე, როცა მზეში ქვრება;
ვხედავ... როგორ დნება წვიმა, როცა ვნებას სცივა;
მე ვიცი!.. საით ქრიან ოცნებები...
როცა ცა იისფრად იღებება!
მე ვიცი!.. რატომ სდუმან ფრთები....
როცა ემღერებათ...
/13.10.2016/
Комментариев нет:
Отправить комментарий