суббота, 16 января 2016 г.

თავისუფლება


თავისუფლება - დიდი პასუხისმგებლობაა.

თავისუფლება არ არის ის, რისი წართმევაც შეიძლება, და თუ თვლით რომ წაგართვეს, ესეიგი ის არ იყო თავისუფლება.. რაღაც სხვა იყო, რასაც თქვენ მისი სახელი დაარქვით.
 
ჩვენ თავისუფლებას ვეძახით აღვირების აშვებას, სხეულის და ემოციების მონობას, გამოგონილი მორალური უფლებების დაცვას, რომელიც ყოველთვის საკუთარ ეგოზეა მორგებული. მხოლოდ მათგან თავის დაღწევის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავისუფლები ვართ.

თავისუფლება არ არის იარაღის აღება და ვინმეს მოკვლა, და არც მაშინ იზღუდება ჩვენი თავისუფლება, თუ ამას ვერ ვაკეთებთ, თავისუფლებაა - როდესაც "მკვლელს" ვამარცხებთ ჩვენს თავში.


თავისუფლება არ არის ღალატი, და არც ერთგულებით იზღუდება ის, თავისუფლებაა - როდესაც "მოღალატეს" ვამარცხებთ ჩვენში.


თავისუფლებაა - როდესაც ჩვენი ქმედებების და მათი შედეგების არ გვეშინია, როდესაც არ გვმართავს შიში და სიძულვილი.
თავისუფლებაა - იყო ის რაც ხარ...

( P.S. "იმისთვის რომ იყო, საჭიროა ჯერ პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე." - ეგზიუპერი)