თურმე იებსაც შესძლებიათ ნაზი ღიმილი,
თვალს რომ ახელენ გაზაფხულის პირველ მზის სხივზე.
სიყვარულიც შესძლებიათ,
მომაკვდავი თოვლის ციმციმის...
სიცილიც სცოდნიათ თურმე... ლაღი, ნარნარი,
მინდვრის ქარიშხლებს თან რომ ატანენ მთის მწვერვალებთან;
კოცნაც სცოდნიათ თურმე იისფრად...
მიტოვებაც შესძლებიათ თურმე, სურნელით...
უნატიფესი, უსასტიკესი პატიებით - არომატით,
სისხლს რომ გიყინავს გათელვის შემდეგ...
მერე, თურმე სცოდნიათ მონატრება აუტანელი... და, ამ მონატრების დატოვება სულში იებად... /19.10.2016/
მერე, თურმე სცოდნიათ მონატრება აუტანელი... და, ამ მონატრების დატოვება სულში იებად... /19.10.2016/
Комментариев нет:
Отправить комментарий