მითხარი, რომ ეს არ არის სიზმარი ერთი მძინარის,
სადაც სიცოცხლე იფანტება შორეული ნისლივით,
რომ ეს არ არის დასასრული დღის... მზის,
და რომ ჯერ კიდევ წინ არის დიდი განთიადი.
მითხარი! რომ სხივებთან მოთამაშე მტვერი არ გაქრება
თვალს რომ გავახელ,
რომ ქარი ისევ მასუნთქებს ღრუბლებს,
წვიმა ისევ დამისველებს სახეს.
მითხარი, რომ ხელის გულებს ჯერ კიდევ ახსოვთ ყინულის დნობა,
რომ თითები კვლავ გალღვებიან სინაზისგან... შეხებისას;
და რომ დაცემა მტკივნეული სულაც არ არის...
მსუბუქია მიწა;
რომ მანძილი ფიქრიდან ცამდე ერთი წამია...
არ ღირს დანებება.
ჩუმად მითხარი, რომ ოცნებებს არ აქვთ საზღვრები,
გრძნობებს - მარწუხები,
ფრთებს - ბორკილები,
მაგრამ, დაბლა ვარდნისას დაასწრებ წამს და... ვიგრძნობ,
როგორ დამხვდება მიწამდე შენი ხელები.
/22.11.2016/
Комментариев нет:
Отправить комментарий