...მშვიდად სუნთქავს ის. არ ჩქარობს, არ განიცდის.. მხოლოდ ღრმად ისუნთქავს სინათლეს და საკუთარ სუნთქვას აკვირდება. ყოველი სულის რითმს გრძნობს, ყოველი გულის ფეთქვას და ცდილობს სინქრონში აიყოლოს.
სინათლის ყოველი ჩასუნთქვის დროს ფართოვდება და სიცოცხლით ივსება მისი ფილტვები, ფართოვდება სულიც, იშლება და მასავით უკიდეგანო ხდება; ყოველი ამოსუნთქვის დროს კი - ერთ ატომამდე იკუმშება... თითქოს წარმოუდგენელია, მორიგი ჩასუნთქვისას როგორ უნდა დაიტიოს ამ ერთმა წერტილმა მთელი სამყარო, მთელი თავისი უსაზღვრობით და სიფართოვით, მთელი სინათლით?!.
...როგორ დაიტევს საკუთარ თავს?
წამიერი გარინდება ეხმარება დავიწყებაში, აღდგენაში, გადატვირთვაში...
ამ დროს ის არ ფიქრობს იმაზე, დაიტევს თუ ვერ დაიტევს, არ განიცდის.. ეჭვიც კი არ ეპარება; ჩვეული სიმშვიდით იწყებს ფილტვების გაშლას და დაწმენდილი სინათლით გავსებას, სიცოცხლის შეგრძნებას იმ რითმით, რომელიც არასოდეს წყდება, რომელიც სულ გრძელდება... რომელიც მარადიულია.
/29.03.2016/
Комментариев нет:
Отправить комментарий