დავეძებ დროში დაკარგულ ვარსკვლავს,
ცის ბილიკებში უკვალოდ გამქრალს,
ჩამქრალს... და სევდით მოფენილ დაღმართს
უსასრულობის ელფერი დაჰკრავს.
მარადისობას მოვპარავ წამებს, -
თუმცა, ქურდობას ვერვინ დამწამებს...
და მერე... ჩემ წილ მარადისობას
მიმოვაფანტავ დღესა და ღამეს.
ჩამოვუყვები კვალდაკვალ ფიქრებს,
უდაბნოს ქვიშა დამიწვავს ტერფებს,
სიოდ დაბერილს დავიჭერ რითმებს
და შემოგახვევ დასიცხულ ლექსებს..
დაგეძებ - დროში დაკარგულ ვარსკვლავს,
ცის ბილიკებში უკვალოდ გამქრალს,
ჩამქრალს... და სევდით მოფენილ დაღმართს
კვლავ მდუმარების ელფერი დაჰკრავს.
/28.07.2016/
/28.07.2016/
Комментариев нет:
Отправить комментарий