შენ ხარ მარტო... და ყოველთვის იყავი მარტო. ეძებდი.. რას? თვითონაც არ გახსოვს, რამდენ ხანს.. არც ეგ გახსოვს, არც რისთვის... სულ გგონია, რომ რაღაც გაკლია და რადგან გაკლია ფიქრობ რომ ის შენს გარეთაა, გგონია ნახევარი ხარ... ეს იმიტომ, რომ არ გახსოვს შენი მთლიანობა, და არც შენი მარტოსულობა.
შენ ერთი ხარ, სრული და სრულყოფილი, ამიტომაც ხარ მარტო... მაგრამ შენშია ყველაფერი. შენ თვითონ ხარ ყველაფერი... შენ იმდენად თავმდაბალი ხარ, რომ არ გჯერა შენივე სრულყოფილების და იგონებ ახალ “სრულყოფილებას”... იგონებ და ქმნი, ქმნი და ისევ არ გჯერა... იმიტომ, რომ ის მოგონილიც ისევ შენშია, შენივე გონებაში.
ბავშვივით ხარ, მოიწყინე მარტოობით და გადაწყვიტე დაგევიწყებინა. დავიწყებაში მოიგონე “სხვა” და მიზნად დაისახე მისი პოვნა... დავიწყება ერთადერთი აუცილებელი პირობაა, სადაც შესაძლებელია “სხვისი” პოვნის იმედი გქონდეს. ბედნიერებაა შენთვის ეს “თავ”დავიწყება, იმიტომ რომ თავს მარტო აღარ გრძნობ... მერე რა, რომ ხშირად ვერ პოულობ და სევდიანი ხარ, მერე რა რომ კიდევ უფრო ხშირად კარგავ და გტკივა...
...მ ე რ ე რ ა ! ! !
“თავ”დაკარგვის გარეშე არ გამოდის საკუთარი თავის ძიების სიხარულის სრულყოფილად შეგრძნება.
...და როცა იღლები, ხანდახან... ან მხოლოდ ხანდახან, როცა პოულობ თავს და ბედნიერი ხარ, შენს თავთან რჩები პირისპირ და გახსენდება, რომ ხარ მარტო”სული” ღმერთი...
/10.12.2015/
Комментариев нет:
Отправить комментарий