ფრენა უმიზნო... უსივრცო ცა...
ფრენა - მელოდიად, სუნთქვად, გულისცემად,
ფრთებით სიყვარულის, ფრთებით - მსუბუქით,
მიწას მოწყვეტა ბავშვურ თავაშვებად...
სულში დამწყვდეულა მთელი სამყარო,
წვეთში ჩატეულა უძირო ზღვა,
ღრუბლებს წაუშლიათ ცისფერ ირაოდ,
ცაზე მოქარგული ფიქრების გზა...
ბედნიერების მაწვიმს ცრემლები,
სუნთქვაშეკრული წამი გარინდულა,
სიცოცხლის სიგრძით - ფრენამ წამიერმა,
ზღვა სიყვარულთან სიკვდილი გამინულა...
/03.05.2017/
Комментариев нет:
Отправить комментарий