- იცი როგორ დავიბადე? - ჰკითხა სინათლემ.
- რა თქმა უნდა ვიცი, მე იქ ვიყავი.. - უპასუხა სიბნელემ.
- ნუთუ..?! - ნაზად გაუღიმა სიბნელემ.. ( ნეტავ მერამდენედ ვახსენებ??. - გაიფიქრა გულში.)
-შენ ვერ იარსებებდი ჩემამდე და უჩემოდ! - უთხრა ცოტა არ იყოს გულდაწყვეტილმა სინათლემ, - შენ ჩემთან ერთად დაიბადე.. გაიხსენე აბა?
-იცი?. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ლურჯ ნოტად ცალფრთად დავფრინავდი და შორიდან ვისმენდი შენს წითელ ჰანგებს, ვგრძნობდი, რომ რაღაც აკლდა ჩემს სრულყოფილებას.. რაღაც, რაც ძალიან მიზიდავდა, მაგრამ ვერ ვიჭერდი იმ ტალღას, იმ ძაფს, რომელიც შენამდე მომიყვანდა. ხმას მოვყვებოდი, მაგრამ ისე იყო გაშლილი მთელ უსასრულობაში, რომ ძაფების გარეშე, ვხვდებოდი, არაფერი გამომივიდოდა.. ვინატრე, მთელი არსებით ვინატრე.. აი ის ოქროსფერი სხივი, მზისფრად რომ გაიელვა და შენთან შემახო..
-მერე??... - თვალდახუჭული უსმენდა სინათლე (ეტყობა სიბნელეში უნდოდა ჩაძირვა და მისი ყველაზე ბნელი სიღრმის დანახვა).
-მერე?.. მერე ფერები გიმღერე, ცისარტყელისფერი სიმღერა, ათასფრად რომ აფეთქდა სივრცეში.. მერე დაგინახე (სიბნელეში ხომ ყველაზე კარგად ჩანს სინათლე), და შენც დამინახე.. მაგრამ გამექეცი, შეგეშინდა ჩემი. შენთან მოახლოვება ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი გახდა.. სხვა გზა არ მქონდა, შენთან შეხება მსხვერპლს ითხოვდა და მეც გავქრი, შენში გავქრი, თუმცა მაინც შენით ვარსებობდი.. მერე, ყოველ ღამე გელოდებოდი და ყოველი შენი გამონათებისას შენში ვკვდებოდი, ყოველ შენ სხივში ჩრდილად ვიმალებოდი, იმისთვის რომ შენთან ახლოს ვყოფილიყავი..
-რატომ?.. - სევდით სავსე ცრემლებად დაიღვარა სინათლის თითოეული ბგერა.. ცდილობდა გახსენებას, სიბნელის სულში ჩახედვას ცდილობდა, მაგრამ ისე კაშკაშებდა, რომ სიბნელის მაგივრად მხოლოდ მისმა ჩრდილმა გაიელვა მეხსიერებაში.
-იმიტომ რომ ცისარტყელა მაჩუქე!..
იმიტომ, რომ ჩემი მეორე ფრთა ხარ..
იმიტომ, რომ ჩვენ ერთ სამყაროდ დავიბადეთ!
ჰო.. იმიტომ რომ მიყვარხარ!..

/20.05.2016/
Комментариев нет:
Отправить комментарий