უამრავი გზიდან ერთერთი აუცილებლად სამყაროს კიდემდე მიგიყვანს, იმ კიდემდე, სადაც შემდეგი ნაბიჯი მხოლოდ უფსკრული შეიძლება იყოს... ხოდა დგახარ ამ უფსკრულის წინ და ფიქრობ, გადადგა თუ არა შემდეგი ნაბიჯი, დაასრულო თუ არა გზა სახელად “სასოწარკვეთა”, გადაეშვა თუ არა თავით სიცარიელეში... დგახარ ეკლიანი გზის ბოლოს და პირდაპირ სულში უყურებ უფსკრულის ფსკერის სიბნელეს.
...შიში გიპყრობს...
...არადა ამ დროს უკვე მკვდარი ხარ, ჯერ არ გაცოცხლებული მკვდარი, რომელსაც ჰგონია, რომ სამყაროს კიდიდან გადახტომის შემდეგ ეზიარება ამ დიად საიდუმლოს... ეს მშიშარა სიკვდილია, მკვდართა სიზმარი...
ნამდვილი სიკვდილი - მშობლის ალერსია, მეგობრის ღიმილია, შეყვარებულის ამბორია. იმისთვის, რომ მოკვდე, ჯერ უნდა დაიბადო...
სიკვდილი უნდა დაასწრო სიკვდილს, როგორც დუელში სასხლეტის გამოკვრა!.. უნდა დაასწრო აფეთქება და ქარში აალება, ვიდრე ჩაგაქრობს. შემდეგ სიცოცხლეს უნდა გაუღიმო და მზის სხივების ფეირვერკებით შენი ჩასახვა აუწყო სამყაროს!.. შენ იბადები, როგორც სუპერნოვა - თვალისმომჭრელი სიკაშკაშით და სამყაროს უფსკრულს სიბნელეს აცლი, ისევე როგორც დრო აცლის ხეს გამხმარ ფოთლებს...
...და აი ასე...
...შენ სიკვდილი გააცოცხლე!.. სიბნელის სიცარიელე სინათლით აავსე... არარაობა აზრად აქციე - აი იმ მშობლის ალერსად, მეგობრის ღიმილად... შეყვარებულის ამბორად...
შენ სუპერნოვა ხარ!
სამყაროს კიდემ ვერ დაგიტია და გაგექცა, იქ, სადაც შენი სინათლე ვერ მისწვდებოდა, სადაც ვარსკვლავები არ კაშკაშებენ და გზააბნეული სასოწარკვეთის მეტი ვერავინ მიაგნებს...
ნამდვილი სიკვდილი - სიცოცხლეა,
ნამდვილი სიცოცხლე - სიკვდილი...
ეს მხოლოდ აფეთქებულმა ვარსკვლავებმა იციან.
/22.04.2016/
ნამდვილი სიკვდილი - სიცოცხლეა,
ОтветитьУдалитьნამდვილი სიცოცხლე - სიკვდილი...
ეს მხოლოდ აფეთქებულმა ვარსკვლავებმა იციან. <3