დრო?? რა არის დრო, როცა ზამთარი ან გაზაფხული მხოლოდ სულში გაქვს... არაფერი!
მაგრამ, როდესაც ხელში დაკრეფილი იები გიჭირავს, რომლებიც წამიერი არსებობით ტკბებიან, რომლებიც მხოლოდ დროში და სივრცეში ავლენენ თავიანთ სილამაზეს, შენ კი დილას ელოდები, რომ აჩუქო...
ისინი დილამდე კარგავენ იმ სილამაზეს და არომატს, სიცოცხლეს...
ისინი უბრალოდ ჭკნებიან.
Carpe Diem... ზუსტადაც, წამი ჯობია მოწყვიტო ამ დროს და არა იები, იმიტომ რომ იები არა - სწორედ ის წამი იქცევა მარადისობად.
/20.02.2017/
Комментариев нет:
Отправить комментарий