მე მაოცებენ ადამიანები, რომლებიც ცნებებზე მაღალფარდოვნად საუბრობენ, სიტყვებს ხარჯავენ, მათთვის ღირებულების მინიჭებაზე ენერგიას კი - არა...
მაოცებენ ის ადამიანები, რომლებიც უშიშრობაზე და სიმამაცეზე მიწისქვეშა სამალავიდან ყვირიან, თავისუფლებისკენ კი სხვებს საკუთარი ნაჭუჭიდან მოუწოდებენ...
ის ადამიანები, თანაგრძნობისთვის ცრემლებს რომ არ იშურებენ, დაცემულს კი ხელს არ უწვდიან საშველად,
ემპათიაზე დისერტაციებს რომ წერენ, "სხვისი ჭირი - ღობეს ჩხირის" წესით კი ცხოვრობენ...
მათ არ ეხებათ... მათ არაფერი არ ეხებათ, მაგრამ მაინც მტკიცედ სჯერათ რომ "ერთიანობას" გრძნობენ ყველაფერთან.
კიდევ ის ადამიანები, გულწრფელობაზე რომ ნიღბის ქვეშიდან გესაუბრებიან, და ისინიც, გვერდში დგომისას მარტო საკუთარ გვერდს რომ გულისხმობენ...
საკუთარი "დირეს" შენდობაზე მორალს რომ გიკითხავენ და შენს "ბეწვზე" ზურგს რომ გაქცევენ... ამაყად.
გამოცდილებაზე პრეტენზია რომ აქვთ და შეცდომები არასოდეს დაუშვიათ... ფრენას რომ აღმერთებენ და გადახტომა არასოდეს უცდიათ.
...და მერე, თუ ეს გაოცება შეგამჩნიეს, ქედმაღლურად გეტყვიან, რომ შენ სიყვარულის არაფერი გაგეგება...
Комментариев нет:
Отправить комментарий